·        

·         მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა ერუდიტში მოეწყო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება.
კვირეულის მიზანი იყო: ტოლერანტობის, როგორც მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალურობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა და აღიარება.
კვირეულის ფარგლებში V-VII კლასებში ჩატარდა გაკვეთილი - პრეზენტაცია თემაზე: „ ტოლერანტობა“
მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა „ჩვენი თვალით დანახული სამყარო“
15
ნოემბერს VII-VIII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი ხასიათის გაკვეთილი ძველ თბილისში. მოსწავლეებმა ფეხით მოაირეს ქალაქის ისტორიული უბნები, მოინახულეს მეტეხის ტაძარი, ნარიყალა, მეჩეთი და სინაგოგა.
მადლობა ისტორიის პედაგოგ დავით მალაზონისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს მარიამ ლომიძეს ასეთი აქტიური გაკვეთილებისთვის.

 

 

·         5 ნოემბერს ჩვენი პატარები სტუმრად ეწვივნენ .დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ,,თაგუნები და ყველი''.

 

·         10 ნოემბერს I-IV კლასის მოსწავლეები მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკაში შეხვდნენ ჟურნალ ,,დილის'' საბავშო მწერლებსა და პოეტებს.

 

 

 

·         ჩვენმა პატარებმა გუშინ დაამთავრეს ჭადრაკის ფიგურების მოძრაობის წესების შესწავლა და პირველად ითამაშეს https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f6c/1/16/2764.png<3 წარმატებები ვუსურვოთ მათ https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f6c/1/16/2764.png<3
პედაგოგი

 

·         9 ნოემბერს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე (პედ. .ლომიძე) IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნის, რასის, კულტურის „ცნობილ ადამიანებზე“, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვადასხვა დროში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ბრძოლა ძალადობის გარეშე ადამიანის უფლებების და თავისუფლებისთვის.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და გამოკვეთეს ისეთი პრობლემური საკითხები, როგორებიცაა: ადამიანთა სეგრეგაცია სხვადასხვა ნიშნით, აპარტეიდის მძიმე შედეგები, დისკრიმინაციის ფორმები.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ უმნიშვნელოვანესია ამ საკითხების მშვიდობიანად მოგვარება და მსგავს სოციალურ პრობლემებთან გამკლავება ძალადობის გარეშე.

 

·         30 ოქტომბერს დასრულდა 2017-2018 სასწ. წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარის კანდიდატურაზე კენჭს სკოლის სამი აქტიური მოსწავლე იყრიდა
სკოლა "ერუდიტის" მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით IX კლასის მოსწავლე ნუცა ჩინჩალაძე დასახელდა.
ვულოცავთ ნუცას გამარჯვებას, ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს.

 

 

·         25 ოქტომბერს მე-10 კლასის ისტორიის გაკვეთილი მეტად უჩვეულო და საინტერესო იყო. გაკვეთილის თემა---წყაროთმცოდნეობა.
მოსწავლეები პედაგოგ .მალაზონიასთან ერთად უკვე იცნობენ ისტორიის დამხმარე დარგებს ,მათ ფუნქციებს და როლს ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. მათ იციან, რომ წარსული ჩვენამდე აღწევს სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტების, გადმონაშთების სახით. ეს შეიძლება იყოს არამარტო არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები, არამედ ძველი ხელნაწერი ტექსტები და საბუთები. წარსულის ჩვენამდე მოღწეული ნებისმიერი მოწმობა, ისტორიული ცოდნის წყაროს,ანუ ისტორიულ წყაროს წარმოადგენს.
მოსწავლეებს ხელთ ჰქონდათ და გვამცნობდნენ თავიანთი დიდი ბებია-ბაბუების 1937—1945 წელს გაცემულ დიპლომებს,1948 წელს გაცემულ სამხედრო ბილეთს,1946 წელს გაცემულ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მოწმობას,პროფკავშირის და კომკავშირის ბილეთებს,ნათლობის მოწმობებს,კალათბურთში ბაბუიის ევროპის ჩემპიონობის მოწმობას და .. მოსწავლეები თვლიან და თანხმდებიან,რომ რაც უფრო მეტ განსხვავებულ წყაროს გამოიყენებენ და დაამუშავებენ,მით უფრო მყარი საფუძველი ექნებათ საკვლევი მიზნის წარმატებით გადაჭრისთვის
წარმატება ვუსურვოთ მომავალ მკვლევარებს.

·     

 

 

·          20 ოქტომბერს დაწყებითი კლასის (I-IV) მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ვეწვიეთ მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს.კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები,XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშებიივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX .. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში - სამთავროს წმ.ნინოს დედათა მონასტერი, სადაც განისვენებენ პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოდალი ნანა. აქვე მოღვაწეობდა ჩვენი თანამედროვე მამა გაბრიელი, რომელიც ეკლესიაშია დასვენებული. მცხეთაში თეატრონის ტერიტორიაზე ბავშვებმა ითამაშეს და დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.

 

 

 

             X-XI-XII კლასების ექსკურსია ოკაცეს კანიონზე

 

 

 

        ორშაბათს, 16 ოქტომბერს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები (I-VI კლ.) სტუმრად გვყავდა ექსპერიმეტორიუმში, სადაც სრულიად შეეცვალათ წარმოდგენა მეცნიერებისა და მუზეუმების შესახებ. წარმოდგენილი იყო 80-მდე ექსპონატი. ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელი და საჭირო იყო ურთიერთკავშირი. შეგვეძლო ექსპონატებს შევხებოდით, გამოგვეცადა, დაგვეგდო, გაგვეტეხა, აგვეწყო და დაგვეშალა. გავზომეთ ყვირილის ძალის სიძლიერე, დავსხედით ლურსმნებზე, დავიჭირეთ ხელში ელვა, დავხატეთ ქვიშით და ვიგრძენით თავი როკ-ვარსკვლავად დრამთან
დავესწარით აზოტის შოუს, რომელიც ყველაზე ცივი და ფანტასტიკური სილამაზის ინტერაქტიული შოუა თბილისში! ჩვენ ვნახეთ რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი — შუშად, და ვაშლით დააჭედოს ლურსმანი!..თხევადი აზოტის ტემპერატურა ხომ (როგორც მთვარეზე) 196°С-ია!.. და კიდევ, ცოტა ვიცელქეთ, აზოტის საშუალებით ავაფეთქეთ ბუშტი, გავყინეთ და მივირთვით პოპკორნი.

             მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ სკოლაში და ერთმანეთს   უზიარებდნენ ემოციებს.

 

 

 

       X კლასში (პედ..ლორია) ჩატარდა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი (ციფრული წიგნიერება,რაოდენობრივი წიგნიერება, სემიოტიკური წიგნიერება, სწავლის სწავლა;)
მოსწავლეებმა შეძლეს მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოდგენის საშუალებით სიმრავლეზე მოქმედებების:თანაკვეთის, გაერთიანების, სიმრავლის დამატების, სიმრავლეთა სხვაობის წარმოდგენა; ამოცანების ამოხსნა ვენის დიაგრამების საშუალებით; მათ დაინახეს გადაწყვეტილების მიღებისას თვალსაჩინოების გამოყენების მნიშვნელობა;

 

 

 

 

         წარმატებული სასწავლო წლის დასაწყისი 

 

 


 

           22 აპრილიდან სკოლა ერუდიტში ფუნქციონირებას იწყებს საკვირაო სკოლა მომავალი პირველკლასელებისათვის (5-6 წლის ბავშვებისათვის). 
ბავშვის სამომავლო წარმატებას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც საფუძველი ეყრება სკოლამდელ ასაკში. ამისთვის ჩვენ გთავაზობთ მყუდრო, კომფორტულ გარემოს, სადაც პროფესიონალი მასწავლებლები დაეხმარებიან პატარებს სასწავლო მოტივაციის შექმნასა და ასაკისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, როგორიცაა:
-
ნატიფი მოტორიკა
-
მეტყველება
-
წარმოსახვა
-ყურადღება
-
აზროვნება
-
მეხსიერება

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
2 30 98 98 -
სკოლა ერუდიტი
577 49 66 88 -
ნინო სიხარულიძე
eruditischool@yahoo.com

 

 

 

 

 

·         VIII კლასმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე თბოგამტარობის სახეები“ (პედ..ლორია); თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალა იყო საინტერესო; ლოგიკურად აგებული, მოსწავლეები საუბრობდნენ გასაგებად და დარწმუნებით; გამოიყენეს ცხრილები, გრაფიკები, ანიმაციები; დავალების მიზანი იყო კვლევითი, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება; დავალების შესრულებაში ჩართული იყო ჯგუფის თითოეული წევრი;

 

 

 

 

 

·         VII კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ცდები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე (პედაგოგი . გრიგალაშვილი)

 

 

 

·         XI კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ალ. ფირუზაშვილის ხემძღვანელობით, გეოგრაფიულ კვლევაში მოამზადეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს და გეოგრაფიული ანალიზი ჩაუტარეს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მსოფლიოს მედიცინა, ბირთვული კლუბის არსებობა, ტურიზმი
საქართველოს ფარგლებში განიხილეს გეოგრაფიის როლი ვაზის კულტურის და კულინარიის გავრცელება - განვითარებაში. 
პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.

 

·         IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგ . ლომიძის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პროექტი: არა ძალადობას!!! 
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება!

 

 

 

·         IX კლასში ( პედ..ლორია) ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი „პროგრესიები“; რომელი სტრატეგია ჯობია არითმეტიკული თუ გეომეტრიული?თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი 1000ლარი და საქმის გაგრძელების ორი ვარიანტი ) წამოიწყოთ საქმე 30% პროცენტანი მოგებით წელიწადში ან )დაწყოთ სამსახური საიდანაც წლიური შერმოსავალი 12000ლარი გექნებათ; მოსწავლეთა არჩევანი გაიყო; მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზა;

 

 

 

 

         სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტ - "წუნა და წრუწუნა" -ზე.

 

 

 

 

 

 

·         დღეს გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მსოფლიოში. ჩვენი I-IV კლასის მოსწავლეებიც დაინტერესდნენ ამ თემით და გადაწყვიტეს გარემოზე ზრუნვა სკოლის ეზოს გალამაზებით დაეწყოთ. ბუნების მასწავლებლის - . გორთამაშვილისა და დამრიგებლის - . სიხარულიძის დახმარებით დარგეს მცენარეები
მათ ასევე აინტერესებდათ გაერკვიათ, როგორ გარემოში უფრო სწაფად იზრდებიან მცენარეები ხელოვნურად შექმნილსა, თუ ბუნებრივში. ამის გასარკვევად მათ ერთდროულად დათესეს ყვავილების თესლები ხელოვნური ეკოსისტემის მარტივ მოდელსა და ეზოში.
ისინი თავად მოუვლიან ეზოსა თუ საკლასო ოთხში დარგულ მცენარეეებსა და დათესილ ყვავილებს, დააკვირდებიან მათი ზრდის პროცესსა და იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურად შექმნილ გარემოში.

 

 

·         VIII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგ . ფანცულაიას ხელმღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემებზე: არასწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენით გამოწვეული დარღვევები და მათი თავიდან აცილების გზები, სანიტარული პირობების დაცვა და პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა ტუბერკულიოზისა და შიდსის პრევენციაში
პრეზენტაციის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოზარდებში.

 

 

·         ვაგრძელებთ მოსწავლეთა მიღებას!!!

 

 

 


 

·         #ჩემიხმასაზოგადოებაში

 

 

 

 

 ·         ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I-VI კლ.) სტუმრად ეწვივნენ ეროვნული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს -ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმი 1975 წელს თბილისელი კოლექციონერის, არკადი რევაზიშვილის მექანიკური საკრავების კოლექციის ბაზაზეა დაარსებული.
მოსწავლეებმა, მოისმინეს და იხილეს მუზეუმის ფონდში დაცული ძველი ფოლკლორული ჩანაწერები, ფოტო-ფონო-აუდიო და ვიდეო მასალა, ქართული ხალხური, აღმოსავლური, ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების მრავალი ნიმუში.

          მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე, რომელიც სამ დარბაზს მოიცავს:

          I - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების დარბაზი;
         II - აღმოსავლური საკრავების დარბაზი;
         III -ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების დარბაზი.
 გიდის პროგრამა იყო ინტერაქტიული და სახალისო. მუზეუმში მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ          მოსწავლეებს მუსიკის, როგორც საგნის გაგება-გათავისებაში. 
ემოციებით აღსავსე მოსწავლე-მასწავლებლები სკოლაში დაბრუნების შემდეგაც უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

 

 

 

 

 

·         23 თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სოც. ცვლილებებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიაში "დაინახეყველაფერი", რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ
სკოლა გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს და ჩაერთოს დაგეგმილ აქტივობებში.

 

 

 

 

·         სასიხარულო სიახლე სკოლაში!
სკოლას ახალი პედაგოგი ჰყავს, ამერიკელი ელეონორა (ელი) რამბო, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარება ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება-გაღრმავებაში, სხვადასხვა საკითხებზე წერილობით თუ ზეპირად აზრის გამოხატვა- კომუნიკაციაში და ასევე გრამატიკული ფორმების განმტკიცებასა და ლექსიკური მარაგის გაღრმავებაში.
უცხო ენის სწავლების პროცესში სწავლების ერთ-ერთი მიმართულება მოსმენა ენის ათვისების მთავარი არხია. ამერიკელი პედაგოგი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების , სიტყვების, წინადადებების მოსმენით გარჩევას, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება, რა თქმა უნდა, შინაარსიან კონტექსტში მოხდება.
ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება, რასაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი საკომუნიკაციო სიტუაციები. ქალბატონი ელეონორას მიერ დაგეგმილ აქტივობებში მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს როგორც მსმენელი, ან მოქმედი პირი, რაც ხელს შეუწყობს ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას.
სწავლების ბოლო საფეხურზე მოსმენის უნარი ზეპირმეტყველებისგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად უნდა განვითარდეს. ამისათვის ამერიკელი პედაგოგი მოსწავლეებს ტექსტის გაგებას მხოლოდ აკუსტიკურ ხატზე დაყრდნობით მიაჩვევს. სწავლების სტრატეგიები მიმართული იქნება თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ.
ინგლისური ენის კლუბის სამუშაო პროგრამა სტრუქტურულად მყარი და საფუძვლიანი, ხოლო თავად სწავლების პროცესი დინამიური და სასიამოვნო იქნება.


 

 

 

·         მშობელთა საყურადღებოდ!
უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია მრავალფეროვან სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც სკოლა ,,ერუდიტი’’ გთავაზობთ სასკოლო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ორი უცხოური ენის სწავლებას პირველივე კლასიდან .
წინა პოსტში(20.01.2017) აქცენტს ვამახვილებდით ინგლისური ენის ამერიკელ პედაგოგ-ელეონორა (ელი) რამბოზე, დღევანდელ პოსტში კი აქცენტს გავაკეთებთ -რუსულ ენაზე.
ჩვენს სკოლაში ერთი თვეა, რაც დაწყებით საფეხურზე პრაქტიკული რუსული ენის გაკვეთილებს უძღვება მოსკოველი ქართველი - თამარ მერაბიშვილი. მას მასწავლებლად მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ქალბატონი თამარი მის მიერ ადაპტირებულ . ჟუკოვისა და . ჟელეზნოვის მეთოდებს იყენებს. მეთოდები მიმართულია მარტივიდან რთულისკენ პროგრესით.
ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს რუსული ენის კლუბი,სადაც ჩვენს მოსწავლეებს შეუძლიათ სურვილისამებრ გაერთიანდნენ და გაიღრმავონ ლექსიკური მარაგი.(დონეების მიხედვით).
პედაგოგს დასახული აქვს აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები
აღმზრდელობითი მიზანი: მოსწავლის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება; დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ; სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება (ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა).
სწავლების საგანმანათლებლო მიზანი: მოსწავლის სამეტყველო უნარების (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) განვითარება; განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენა
ქალბატონი თამარი საინტერესო აქტივობებით ახდენს ინტერესის სტიმულირებას, მოტივაციის გაძლიერებას. მოსწავლეებს მოსწონთ ენის სწავლის პროცესი და თავად ენა. სწავლის პროცესში გამოირიცხულია წარუმატებლობის, მარცხის განცდა, რადგან პედაგოგი ითვალისწინებს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს და იყენებს სწავლების შესატყვის ხერხებს
წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ თამარს და მის მოსწავლეებს!

 

 

 

 

 

 

 

·        
ჩვენი პატარა მოჭადრაკეები შეჯიბრისთვის ემზადებიან,პედაგოგ ინგა ჭარხალაშვილთან ერთად.
ვუსურვოთ წრმატებები .

 

 

 


 

 

·         სკოლა "ერუდიტის" მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროექტი "პრაქტიკული სამართლის" კურსი.
27
იანვარს პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, პროექტის ბოლოს წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

 

 

 


 

 

 

 

·         VI კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია: კოლხი მედეას, ოქროს საწმისის და არგონავტების შესახებ.

 

 

                                         

 

·         სკოლა ,,ერუდიტში’’ 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.
სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ ექვსი წელი. კლასში ჩარიცხვა ხდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. განცხადებასთან ერთად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

მოსწავლის ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი;
2.
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);
3. 2
ფოტოსურათი (3X4);
4.
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიყვეთ მითითებულ ბმულს:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdVn1fpZkrJprF4GT…/viewform

მიმდინარე წლის აპრილიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მოსამზადებელი კლასი, რომელიც განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში. მოსამზადებელ კლასში სწავლება სასკოლო მზაობის პროგრამის შესაბამისად წარიმართება. პროგრამის მიზანია განუვითაროს ბავშვს მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები, კომუნიკაცია და მეტყველება, სწავლისთვის საჭირო ნებელობა. გაუადვილოს მას ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პერიოდი.

ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრის დასაგეგმად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ:
eruditischool@yahoo.com
 (032) 2309898; 577 49 66 88; 599 90 39 28

 

 

 

 

 

·         სკოლა ,,ერუდიტის’’ დაწყებითი საფეხურის (I-VI კლ.) მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის . შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას. გიდმა მოსწავლეებს გააცნო შენობისა და გალერეის არსებობის ისტორია. მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი განახლებული ექსპოზიცია და იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

შთაბეჭდილებებით დატვირთული მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ და ხელოვნების გაკვეთილზე გაუზიარეს ერთმანეთს ემოციები, დაგეგმეს ფიროსმანის ილუსტრაციების მიხედვით დახატონ ნახატები და გამოფინონ სკოლის საგამოფენო სივრცეში.

 

 

·         სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლა თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს დაეხმაროს მოსწავლეს, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში
ასევე, ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე, სიღრმისეული ცოდნა. განუვითარდეს ისეთი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, როგორებიცაა: საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა, განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანის პატივისცემა, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, სხვისი უფლებების პატივისცემა, ტოლერანტობა, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
სწორედ ამ მისიის შესრულებას ემსახურება, სამოქალაქო-ტოლერანტობის პედაგოგის მარიამ ლომიძის გაკვეთილები.

 

 

 

 

·        

აერთეთ ჩვენთან ერთად ანტისტიგმა მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაში „დაინახეყველაფერი“!!

სკოლა „ერუდიტს“ სტუმრად ეწვია საკომუნიკაციო კომპანიის Action Global Communication - ის წარმომადგენელი ანტისტიგმა მოძრაობის წევრი ქალბატონი მაიკო ჩიტაია. (ამავე დროს ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლის . ტვილდიანის მშობელი)
მან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქციის „დაინახეყველაფერი“ - ის შესახებ
თებერვლის შუა რიცხვებიდან მთელ საქართველოს მოიცავს ეს აქცია, რომელიც შშმ პირების მხარდასაჭერად იმართება. საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ყველანი დავდგეთ ერთად და დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

 

 

 


 

 

·         1-12 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში გამართულ V თანრიგზე გასასვლელ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ჭადრაკის კლუბის წევრმა, მეორე კლასის მოსწავლემ ელენე ბერიშვილმა, პედაგოგი ინგა ჭარხალაშვილი. ეს მისი პირველი ტურნირი იყო. ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

 

 

 

 

 

·         IX კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში: “კვადრატული ფუნქციის კვლევა“. პედაგოგმა ირმა ლორიამ კვადრატული ფუნქციის თვისებების შესწავლისთვის-თვალსაჩინოებისა და უკეთ გაგებისათვის -გამოიყენა მის მიერ შექმნილი ელექტრორესურსი, რომელიც მომზადებულია PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით. მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობდნენ სლაიდებზე წარმოდგენილი ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნაში; მათ რესურსის საშუალებით გრაფიკულად დაინახეს, თუ რას ნიშნავს კვადრატული ფუნქციის ნული ანუ კვადრატულ განტოლებას აქვს ორი ამონახსნი, ერთი ამონახსნი ან არ აქვს ამონახსნი; თავად აკეთებდნენ დასკვნებსა და აღმოჩენებს, რაც ზრდიდა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობის ხარისხს საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზევე შემოწმდა რამდენად დაეხმარა მათ აღნიშნული რესურსის გამოყენება- მოსწავლეებმა იოლად გაართვეს თავი გაკვეთილის ბოლოს მიცემულ დავალებას; გაკვეთილს ესწრებოდნენ კოლეგები და შეფასების ჯგუფის წევრები;

 

 

 

 

·         X - კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ . გოგიას ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია.
კლასი დაყოფილი იყო 4 ჯგუფად, ჯგუფებმა აირჩიეს ქვეყანები, რომლის დღესასწაულები საინტერესოდ მიიჩნიეს. ერთმა ჯგუფმა აირჩია - რიოს კარნავალი, მეორემ - ამერიკის სპორტული დღესასწაულები, მესამემ - ესპანეთის კორიდა, ხოლო მეოთხემ - იაპონიის დღესასწაულები. პრეზეტაციამ ჩაიარა საინტერესოდ. აღსანიშნავი იყო მოსწავლეების მაღალი ჩართულობა და აქტიურობა (კითხვა-პასუხის და კომენტარების სახით).

 

 

 

 

 

·         VIII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ . თულაშვილის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ St. Valentine’s Day “.
მოსწავლეებმა სლაიდების საშუალებით წარმოგვიდგინეს ვიზუალური მასალა და ისაუბრეს თუ როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს სხვადასხვა ქვეყნებში.

  

 

 

·         აქტიური გაკვეთილები გრძელდება...
ისტორიის პედაგოგ . მალაზონიას ინიციატივით ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი IX-X-XII კლასებში. მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კომპლექსური უნარების განვითარებას, ზრდის მოტივაციას, ჩართულობას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას, ურთიერთ სწავლებას და სხვა.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება გაუზიარეს მოცემულ დავალებასთან დაკავშირებით.
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აკვირდებოდა მოსწავლეების მუშაობას. კონკრეტული მინიშნებებით და რჩევებით ეხმარებოდა მათ. ჯგუფები მასწავლებლისგან იღებდნენ შესაფერის ინსტრუქციებს და ახსნა-განმარტებებს. 
მადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო ინიციატივისთვის.

 

 

·         აახალწლო განწყობა სკოლაში

 


 

 

 

·         VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ .გორდეზიანის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით: "ნიკოლოზ ბარათაშვილი- ობოლი სული". ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე,სულიერი ტკივილებისა და მელანქოლიის მიზეზებზე. სცადეს, თავიანთი ნაშრომებით პატივი მიეგოთ ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის ხსოვნისათვის,რომლის შემოქმედებასაც სამართლიანად უწოდებენ ქართული რომანტიზმის მწვერვალს.

 

 

 


 

 

 

 

·         სასწავლო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩენისა და ეროვნული გამოცდების სპეციფიკის გაცნობის მიზნით სკოლა ერუდიტის XII კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა იმიტირებული წერები ეროვნული გამოცდების შესაბამისად ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და ლოგიკაში.

 

 

·         VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ენერგია“ (პედაგოგი . ლორია) გაგვაცნეს ენერგიის სხვადასხვა წყარო; თუ როგორ ხდება ენერგიის გადაცემა და მოხმარება; .გოგინაშვილმა და . ყურაშვილმა წარმოადგინეს ქარის წისქვილის მოდელი; შეარჩიეს ენერგიის შედარებით ეკონომიური და ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო წყარო (ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის შემთხვევაში) და შეთანხმდნენ გულგრილად აღარ ჩაუვლიან უქმად ანთებულ ნათურას, რადგან დარწმუნდნენ ენერგიის მომჭირნედ მოხმარების უპირატესობაში;

 

 

 


 

·        

  IX კლასში (პედ. . ლორია) ჩატარდა გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ: ციფრული წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი; წრფივი ფუნქცია და გამოყენებითი სახის ამოცანები;
გაკვეთილზე მოხდა წრფივი ფუნქციის ამოცნობის უნარის განვითარება; გრაფიკულად წარმოდგენილი ფუნქციის ფორმულით ჩაწერა; ფორმულით ან გეომეტრიულად მოცემული ფუნქციის თვისებების დადგენა; ზოგიერთი სახის პრაქტიკული ამოცანის მათემატიკური მოდელების დაკავშირება წრფივ ფუნქციასთან; ვარაუდის გამოთქმა და ვარაუდის შემოწმება;

 

 

 

 

 

 

 

 

·         IX  კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ . საბიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის მოსახლეობის ცხოვრების სტილი, კულტურა და ტრადიციები.
პრეზენტაცია ემსახურებოდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას განსხვავებული კულტურისადმი. 
პრეზენტაცია მიმდინარეობდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

 

 

·         VIII კლასის მოსწავლეებმა საგან - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებაში (პედაგოგი  მარიამ ლომიძე) წარმოადგინეს შემაჯამებელი პროექტი „ბუნებრივი სახის საგანგებო სიტუაციები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე. მათი წარმოქმნის მიზეზებსა და უსაფრთხო ქცევის წესებზე.

 

 

 

 

 

 

·         VII კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის პედაგოგ დიანა დევაძის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია "Наша Школа Эрудит".
სლაიდების საშუალებით გაგვაცნეს თავიანთი თვალით დანახული სკოლის დირექცია და თითოეული საგნის პედაგოგი. გააკეთეს რეკლამა თუ რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა "ერუდიტში".

 

 

 

 

 

 

·         VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარიამ გორდეზიანის ხელმძღვანელობით ნოდარ დუმბაძის მოთხრობების: "ბოშებისა" და "ჰელადოსის" შესახებ პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს.
ისაუბრეს "ჰელადოსის" მთავარ მოქმედ გმირზე, რომელმაც მშობლიურ ქალაქთან განშორებას სიკვდილი არჩია.
მოსწავლეებმა განიხილეს "ბოშებში" წამოჭრილი პრობლემებიც. აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ბოშათა შესახებ მცდარია, ადამიანთა გაკიცხვა მათი წარმომავლობისა და რელიგიის გამო კი - გაუმართლებელი.

 

 

 


 

 

 

·         VII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია-გეოგრაფიაში თემაზე: „ცივილაზიციის სათავეებთან“.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე წარმოსადგენი სახელმწიფოები შეარჩიეს რეგიონების მიხედვით და წარმოადგინეს ამ სახელმწიფოების ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვა.
გეოგრაფიული საკითხებიდან განიხილეს მდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ჰიდრორესურსები, მოსახლეობის საქმიანობა, ხოლო ისტორიული საკითხებიდან ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოს წარმოშობაზე, კულტურის განვითარებასა და რელიგიურ თავისებურებებზე.

 

 

 

 

 

·         XI - კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ალ. ფირუზაშვილის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია „ანთროპოგენიზაციის“ და ადამიანის გავლენით წარმოქმნილ სხვადასხვა ობიექტების და ტერიტორიების შესახებ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩერნობილის პრობლემაზე და მის დღევანდელ სახეზე; სსრკ- დროს ყაზახეთში წარმოქმნილ „ატომურ ტბაზე“, არალის ტბის გაუდაბნოების პროცესებზე.
კვლევა იყო ღრმა და დეტალური. მადლობა მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის.

 

 

 

 

 

 

·         IX კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგ ალ. ფირუზაშვილის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს რელიეფის ტიპები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ მყინვარულ, ვულკანურ და კარსტული რელიეფის შესახებ. სლაიდების საშუალებით გვიჩვენეს მყინვარების ძველი და ახალი სახეები, ისაუბრეს მათ დნობასა და ამ ფაქტორებით წარმოქმნილ პრობლემებზე.
კარსტული რელიეფის ფარგლებში გვაჩვენეს ახლადაღმოჩენილი მღვიმეები, ისაუბრეს ამ ტერიტორიებზე ტურიზმის გავრცელების შესახებ
მადლობა IX კლასის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის.

 

 

 

 

 

 

·         V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ისტორიაში, ფარნავაზ მეფის, აზონისა და ალექსანდრე მაკედონელის შესახებ.

 

 

 

 


 

 

·         V კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ . საბიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია და გვამოგზაურეს ლონდონში
მოსწავლეებმა გაგვიწიეს გიდობა და დაგვათვალიერების ლონდონის ღირშესანიშნავი ადგილები.
პრეზენტაცია მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, პოსტერების საშუალებით.

 


 

 

·         სკოლა ერუდიტის მოსწავლეების უკვე ტრადიციად ქცეული სტუმრობა აშშ - საელჩოში
შეხვედრა იყო მეტად თბილი და საქმიანი. საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს გააცნეს ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებსა და კონკურსებზე
მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვია საელჩოს დაცვის სამსახურმა, კერძოდ აშშ- საზღვაო ქვეითი კორპუსის Marine Corps -ის ჯარისკაცებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს თავიანთი სამხედრო აღჭურვილობა. აჩვენეს ფილმი საზღვაო ქვეითი კორპუსის ჯარისკაცების წრთვნებზე
ჩვენმა მოსწავლეებმაც დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა ჯარისკაცების მიერ შემოთავაზებულ საველე წრთვნებში.

 


 

 

 

·         ლინიკა "ერუდიტის" ექიმებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: "ხერხემლის სვეტის პათოლოგიები" (სქოლიოზი, ლონდოზი, კიფოზი, მალთაშორისი თიაქარი), მათი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები და პრევენციის გზები. (ბიოლოგიის პედაგოგი ია ფანცულაია).
ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამკვიდრებაში და ხერხემლის დაავადებების თავიდან აცილებაში
პრეზენტაციაში გამოყენებული იყო როლური თამაშის აქტივობა ანუ მოსწავლეები პრეზენტაციით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ექიმების როლში.

 

 

 

 

 

·         გულმოდგინედ მეცადინეობენ. მათთვის სწავლა არ არის ტანჯვა, საინტერესო საქმიანობაა, აზარტული, საამაყო. ის რასაც ადრე აძალებდნენ, ახლა სასურველი გახდა მათთვის.

 

 

 

 

 

·         შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებაში.

 

 

 

 

 

 

 

როგორ ულოცავენ ერუდიტელები ერთმანეთს დამდეგ შობა-ახალ წელს
ნანატრი დღეც დადგა. საგანგებოდ გამოწყობილი ერუდიტელები მობრძანდნენ სკოლაში ერთმანეთისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად. 
საახალწლო პროგრამა გაიხსნა სანტას გზავნილით პატარებისთვის.
მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები ,,ახალი წელი საქართველოში’’ (V კლ.); ,,ახალი წელი გერმანიაში’’ (VI კლ.); ,,ახალი წელი ავსტრალია’’ (VII კლ.). პრეზენტაციები იყო საინტერესო და ეფექტური.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ პარალელურად გააქტიურდა სხვადასხვა სივრცე:
 
სპორტული თამაშები ,,მხიარული სტარტები’’ გაიმართა სკოლის ეზოში;ό
 
საზრიანთა კლუბი ,, რა, სად, როდის?’’ ჩატარდა ბიბლიოთეკაში;ό
 
საშობაო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა სკოლის ფოიეში.ό

ახალი წელი ყველაზე პატარებმა მოგვილოცეს სპექტაკლით ,,კონკია’’. 
სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართა საახალწლო კონცერტი, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე მუსიკალური ნომრები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. 
კონცერტის შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ კლასებს გადაეცათ სიგელები:
,,
ყველაზე ბეჯითები“ – I კლ.
,,
ყველაზე არტისტულები’’ – II /III კლ.
,,
ყველაზე ეროვნულები’’ – V კლ.
,,
ყველაზე საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი’’ – VI კლ.
,,
ყველაზე ორგანიზებულები’’ – VI კლ.
,,
ყველაზე შემოქმედებითები’’ – VII კლ.
,,
ყველაზე საზრიანები’’ – VIII კლ.
,,
ყველაზე მოტივირებულები’’ – IX კლ.
,,
ყველაზე ინდივიდუალურები’’ – X კლ.
,,
დირექტორის ფავორიტები’’ – XI კლ.
,,
ყველაზე თამამები’’ –XII კლ.

საშობაო კაფეში მოსწავლეები ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ საკუთარი კულინარიული შედევრებით.

პროგრამის დასასრულს იდუმალმა სანტებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

 

 

 

 


 

 

  

 

 

 

·         კარნავალი 2016

 

 

 

 

ჩვენმა პირველ კლასელებმა უკვე დაიწყეს მზადება ახალი წლისთვის. მორთეს ნაძვის ხე და დაწერეს საახალწლო სურვილები. მალე ჩვენ კიდევ უფრო გავალამაზებთ საკლასო ოთახს.


 

 

ვენ 11 ასო-ბგერა დაგვრჩა შესასწავლი და ანბანს დავამთავრებთ! კლებულობს დაფაზე ასოების რაოდენობა და მატულობს ანბანის ხეზე. ყოველ ასოს პატივისცემით ვეგებებით და ანბანის ხეზე ადგილს ვუჩენთ. ყველაზე მეტად, როგორც მასწავლებელს, ეს პერიოდი მიყვარს, რადგან ყველაზე თვალსაჩინოა პროგრესი, რომელსაც ბავშვები განიცდიან.

 

    ჩვენს პირველკლასელებს განსაკუთრებით უყვართ რუსულის გაკვეთილები.ეს უდაოდ მათი პედაგოგის დიანა დევაძის დამსახურებაა. ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით სწავლობენ. ერთი სული აქვთ, როდის შემოაღებს საკლასო ოთახის კარს ფერიასავით ლამაზი დიანა მასწავლბელი. ჩვენი პატარები უკვე ჭიკჭიკებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სახის ნაწილები, სასკოლო ნივთები, წელიწადის დროები, ოჯახის წევრები, თვლა, ფერები, ცხოველები... დიანა აქტიურად მუშაობს ზეპირმეტყველებაზე დასურათებული ლექსიკონის გამოყენებით, თემატურად შერჩეული ლექსებით. ის ხშირად იყენებს როლურ თამაშს, აუდიო და ვიდეო მასალას. წარმატებები ჩვენს პატარებს და მათ დახვეწილ, ლამაზ და საგნის უზადოდ მცოდნე მასწავლებელს.

 

 

 

    სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრი კალათბურთში, სსიპ .თბილისის # 2 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა "ერუდიტის" მოსწავლეებს შორის.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვება .თბილისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, უმცროს ასაკობრივ ჯგუფში კი სკოლა "ერუდიტის" მოსწავლეებმა
მადლობა სკოლა "ერუდიტის" სპორტის პედაგოგს ბატონ . წიქარიშვილს
წარმატებები ჩვენ მოსწავლეებს.

 

 

 

 

 

    IX კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ( პედაგოგი . ლომიძე) წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე
ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი.ჯგუფებმა იმუშავეს სხვადასხვა მიმართულებით. გააანალიზეს XX საუკუნის 20-იანი წლების ისტორიული ფონი, ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რომლებმაც საქართველოს პირველი მთავრობის ემიგრაცია გამოიწვია, ასევე დაწვრილებით წარმოაჩინეს . თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა პარიზში და მისი დაბრუნება თბილისში
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს როგორც ჯგუფური მუშაობის, ასევე საკუთარი ნაშრომის საზოგადოების წინაშე საინტერესოდ წარდგენის უნარი.

 

 

 

 

 

    მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ. თუ მშობელთა უმრავლესობისთვის წერა–კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზია, ფსიქოლოგები აქცენტს სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე, ასევე მოტორიკის განვითარების დონეზე აკეთებენ. ჩვენი სკოლის ფსიქოლოგის (.ბოკუჩავა) მიერ შემოთავაზებული პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს უკეთესი ემოციური სტაბილურობის მიღწევას, იმპულსური რეაქციების შემცირებას, სასკოლო საქმიანობის მოტივირებისას ემოციების გამოყენებას, თანატოლებთან კონტაქტის დაამყარების სურვილს, ბავშვთა კოლექტივის ინტერესებთან დაქვემდებარებას და სასკოლო სწავლების სოციალურ სიტუაციაში საკუთარი როლის მიღებას.

 

 

 

 

 

 

  VII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის პედაგოგ . ხაჩიძის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემებზე: "სიმრავლეები, ვენის დიაგრამა", "მთელი რიცხვები"; "წილადი რიცხვები". მათ მოიძიეს მოკლე ისტორიული ცნობები თუ რატომ დასჭირდათ მთელი და წილადი რიცხვების შემოღება
პრეზენტაცია სლაიდებისა და პოსტერების თანხლებით მიმდინარეობდა.

 

 


 

     ვენ პირველკლასელებს ვულოცავ პირველი რვეულის შევსებას🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉
დიახ, ჩვენ პირდაპირ მეორეკლასელებისათვის განკუთვნილ რვეულში დავიწყეთ ასოების გამოწერა 😍

 

 

 

 

    ღეს ვენმა პირველკლასელებმა პირველად მისცეს ნინო მასწავლებელს კონსტრუქციული, ეფექტური უკუკავშირი წერილობითი კომენტარის სახით 😍 😍😍

 

 

 

 

    ჩვენი პატარები ცეკვის გაკვეთილზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან 😍

 

 

 

    კითხვის საათზე ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მარიამ მუშტარაულმა მოგვიმზადა ქართული ხალხური ზღაპარი ,,წიქარა'' . პატარები ყურადღებით უსმენდნენ. ზღაპრის დასრულების შემდეგ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

 

 

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", _ ეს სიტყვები მე-12 საუკუნეშია ნათქვამი,იდეა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა ამ სიტყვებში აშკარად ჩანს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტორი ამ სიტყვებში ზოგადად ქალსა და კაცს ნამდვილად არ იგულისხმებდა, და არც მათი იმ სახით თანასწორობაზე ისაუბრებდა, რა შინაარსის თანასწორობასაც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ. ასე დაიწყო 9 კლასის მოსწავლეთა პრეზენტაცია თემაზეგენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“. 
გენდერული თანასწორობისაკენ სვლა რომ დაიწყოს საზოგადოებამ, მრავალ დონეზე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება . ჩვენი მოსწავლეებიც ამ საზოგადოების აქტიური წევრები არიან და სწორედ ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციაც ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებსს შეეხო:
“Gender Quality and Human Rights in the World”
„
ქართველი ქალები წარსულიდან“,
„
გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოში“ და სხვა.

გენდერის თემასთან დაკავშირებით, მოეწყო სოციალური რეკლამების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართა საუბრები და დისკუსიები არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე და პარალელები გაევლო იმ რეალურ მაგალითებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია.ასევე მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს პედაგოგებს,მოსწავლეებს და პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებს.პრეზენტაცია ინტეგრირებული , აქტიური და ორენოვანი იყო. სკოლის დირექცია მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პედაგოგს მარიამ ლომიძეს და ინგლისური ენის პედაგოგს ქეთევან საბიაშვილს.

 

 


 

    დავასრულეთ ფიგურების მოძრაობის წესების შესწავლა და უკვე ვთამაშობთ ჭადრაკს... 
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვთან ურთიერთობისას აუცილებელია მოთმინება და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა, შექება, როცა რაიმე სწორად გააკეთა. ეს განსაკუთრებით კარგად აისახება ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე.
მეცნიერთა აზრით ------ ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში ვითარდებიან, სწავლობენ და რეალიზდებიან, მეტად თავდაჯერებულები იზრდებიან.

.

 

  

 

    მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე "ვარ საქართველოს მოქალაქე" . (პედაგოგი მარიამ ლომიძე).
შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარებამდე მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ორგანულ კანონს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" - მოქალაქეობის არსს, მიღების და მოპოვების საფუძვლებს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათთვის საინტერესო ქვეყნებში მოქალაქეობის მიღების გზებზე და პირობებზე.

 

 

                         

 

 

    ხელოვნების გაკვეთილზე ჩვენი პატარები უკვე საშობაო გამოფენისთვის ემზადებიან. რა სასიამოვნოა მათი ფუსფუსის ყურება! 
(
პედაგოგი ი.ხურცილავა)

 

 

 

 

    მე-9 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი . მალაზონია) ესტუმრნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის საგანძურში გამოფენილი ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის ნიმუშები. მათ ასევე მოისმინეს ლექცია ქართული საგანძურის თავგადასავლის შესახებ (საგანძურის ნაწილი გატანანილ იქნა საფრანგეთში, მის შენარჩუნებაში შეუფასებელია ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი). 
მიღებული ინფორმაციით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ.


 

 

 

 

    სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. წინა საარჩევნო პროცესს წარმატებით უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარიამ ლომიძე. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით